ივანე პერესტიანი

ივანე პერესტიანი

დაბადების ადგილი: ქ. ტაგანროგი, რუსეთი. იგი კინოში მუშაობადა 1916 წლიდან. მის მიერ გადაღებული ფილმებიდან აღსანიშნავია: "სურამის ციხე" (1922), "წითელი ეშმაკუნები" (1923), "თავადის ქალი შირვანიდან", "შირვანის თავადის ქალის წამება", "სამი სიცოცხლე" (1924), "ჩვენი ქვეყნის რაინდი" (1925), "ზვავი" (1926) "ილან-დილი" (1926), "ჭორი" (1928), "ზამადუ" (1929), "ანუში"(1931). 1928-1933წწ. მოღვაწეობდა სსრკ-ს სხვადასხვა ქალაქებში (ოდესა, ერევანი). 1933 წელს თბილისში დაბრუნდა და მსახიობად მუშაობდა. მის მიერ შესრულებული როლები: ბარონი როზენი ("არსენა", 1937), რუსეთის ელჩი ("გიორგი სააკაძე", 1942-1943), იეზუიტი ("დავითბეგი", 1944), ვოლინსკი ("დავით გურამიშვილი", 1946), გიმნაზიის დირექტორი ("აკაკის აკვანი", 1947). ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა და რეჟისორს საკავშირო მასშტაბით დიდი აღიარება მოუტანა ფილმმა "წითელი ეშმაკუნები", რომელიც სათავგადასავლო ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებად არის მიჩნეული მუნჯი პერიოდის ფილმებიდან. სარეჟისორო ხელოვნებასთან ერთად თვალსაჩინოა მისი არტისტული მოღვაწეობაც. მან არა ერთი და ორი შთამბეჭდავი და კოლორიტული სახე შექმნა ქართულ კინემატოგრაფიაში. საბჭოთა ქართული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი დამაარსებელი; კინორეჟისორი.
ცნობილია: Directing
დაბადების დღე: 1870-04-13
დაბადების ადგილი: Taganrog, Don Voisko Oblast, Russian Empire [now Rostov Oblast, Russia]
ასევე ცნობილია: I. Perestiani, Иван Перестиани, Неведомов, Nevedomov, Ivan Perestiani, Ivan Nikolaevich Perestiani, Перестиани И. Неведомов Иван

ფილმების ჩამონათვალი ივანე პერესტიანი