გიორგი მასხარაშვილი (დ. 2 იანვარი, 1977, თბილისი) ― ქართველი კინოს და ტელევიზიის მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1977 წელს თბილისში. 2000 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი. არის რამდენიმე სრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმის მხატვარი. 2004 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.[1] მის კარიერაში ათამდე კინოროლია. მისი პირველი კინოროლი იყო ლევან ზაქარეიშვილის ფილმი თბილისი-თბილისი. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და ერთი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი — „მესაათე“ (2011).
ცნობილია:Acting
დაბადების დღე:1977-01-02
დაბადების ადგილი:
ასევე ცნობილია:George Maskharashvili, Giorgi Maskharashvili, Nils Simeon, Georgi Makharashvili, Георгий Масхарашвили, ნილს სიმეონი