მარინა კახიანი

მარინა კახიანი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქორეოგრფიული სასწავლებელი 1975 წელს ; 1980 წელს თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1975-1976წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი. აღსანიშნავი როლები: ევა ბრაუნი ("ას ერგასის დღე"), კორდელია ("მეფე ლირი"), რებეკა ("კვაჭი კვაჭანტირაძე"), ლიდა ("აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე"), ლავინია ("ტიტუს ანდრონიკუსი") ბერნარდა ალბა ("ბერნარდა ალბას სახლი"), ნათელა ("კავკასიური ცარცის წრე"), მარიამ სტიუარტი ("მარიამ სტიუარტი"), კანცადე ("ქალი გველი"), ოლივია("მეთორმეტე ღამე"), ხორეშანი ("კაცია ადამიანი?!"); გადაღებულია ფილმებში: გიმნაზისტი ("ვერის უბნის მელოდიები", 1973), მანანა ("ქართველები ცაში", 1984), ალტისიდორა ("ცხოვრება დონ კოხოტისა და სანჩოსი", 1989), "ჩემი პირველი სიყვარული" (2003) და სხვ.
ცნობილია: Acting
დაბადების დღე: 1957-09-19
დაბადების ადგილი: Tbilisi, Georgia SSR, USSR
ასევე ცნობილია: Marina Kakhiani, Марина Кахиани

ფილმების ჩამონათვალი მარინა კახიანი